LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ საერთაშორისო ტურიზმი 90-ანი წლების დონეზე დააბრუნა

102
woman-with-facemask-at-airport

ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საერთაშორისო ტურიზმი 1990 წლის დონეზე დაბრუნდა

UNWTO-ს ბოლო მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებებს 900 მლნით ნაკლები ვიზიტორი ეწვია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ჯამში, კრიზისმა საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრია 935 მილიარდი დოლარით აზარალა. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.

UNWTO-ს შეფასებებით, ყველაზე მეტად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (-82%) დაზარალდა. შემდეგ მოდიან: ახლო აღმოსავლეთი (-73%), აფრიკა და ევროპა (-69%), ამერიკა (-68%).

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ექსპერტები, ინდუსტრიის გამოჯანმრთელების დაწყებას 2021 წლის მეორე ნახევარში ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები