LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიიდან გამომდინარე გადავადება მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ “მეზარბაზნეები” არ გვყავს: პაატა მანჯგალაძე კანდიდატების დასახელებაზე

65
პოლიტიკური-პლატფორმა-ახალი-საქართველოს-გენერალური-მდივანი-პაატა-მანჯგალაძე

სრულყოფილად გვეყოლება, როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები. პანდემიიდან გამომდინარე ცოტა ვადებში გადავადება მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანდიდატები და “მეზარბაზნეები” არ გვყავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არც ზნეს, არც ფერს და არც მოქმედების ტაქტიკას არ შეიცვლის.

“ამ არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ სრულფასოვნად იქნება ჩართული”

მანჯგალაძის განცხადებით, პარტიას როგორც მერობის ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება

“ქვეყანას მრავალფეროვანი არჩევნები სჭირდება! რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, შავ-თეთრ არჩევანს, ან ცუდსა და უარესს შორის არჩევანს ამის საპირისპიროა, რომ საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ.”

“ვფიქრობთ, რომ სექტემბრის დასაწყისი ოპტიმალური ვადაა, როცა შეგვიძლია კანდიდატები დავასახელოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არაფერს არ ვაკეთებთ. ჩვენი ყველა ლიდერი გაშლილია რეგიონებში, მუშაობენ უბან-უბან. უბრალოდ, მოხდა პანდემიიდან გამომდინარე ცოტა ვადებში გადავადება, ეს არ ნიშნავს, რომ კანდიდატები და “მეზარბაზნეები” არ გვყავს. ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთი პარტიის ირგვლივ არ ვიყოთ ჩაკეტილები და შევქმნათ თავისუფალი პლატფორმა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობას.” – განაცხადა მანჯგალაძემ