რთულია დავიჯეროთ, მაგრამ ფაქტია, პანდემიის დროსაც კი ზოგიერთი ადამიანი გამდიდრებას ახერხებს.
ასეთთა შორის არის Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, ბეზოსი 2020 წელს 24 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.
ბიზნესმენის შემოსავალმა ინტერნეტის აქციების ფონზე იმატა. 14 აპრილს Amazon-ის ფასიანი ქაღალდები 5,3%-ით გაიზარდა, რამაც ბიზნესმენის შემოსავალი 138 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
იზრდება ბეზოსის ყოფილი ცოლის, მაკენზის შემოსავალიც, რომელსაც კომპანიის აქციების 4% ეკუთვნის.
მისი კაპიტალი 8,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 45,3 მილიარდი დოლარი გახდა (ბეზოსი და მაკენზი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ).
ბეზოსისგან განსხვავებით მსოფლიოს სხვა მილაირდერები ქონებას კარგავენ.
Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა 8,4 მილიარდი დოლარი დაკარგა, ხოლო ევროპის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბერნარ არნომ, Louis Vuitton Moët Hennessy-ის დამფუძნებელმა 28 მილიარდი დოლარი.
ცნობისთვის, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო. Amazon-მა შეაჩერა არაარსებითი ნივთების გაყიდვა, როგორიცაა წიგნები და სათამაშოები.
„გვესმის, რომ ეს ცვლილებაა ჩვენი გამყიდველი პარტნიორებისთვის და ვაფასებთ, რომ გაგებით ეკიდებიან ჩვენს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დროებით პრიორიტეტს ვანიჭებთ ცალკეულ პროდუქტებს“, – განაცხადა Amazon-ის წარმომადგენელმა.
Amazon-ში განმარტეს, რომ საწყობებში ადგილს ათავისუფლებენ პირველადი საჭიროების ნივთებისთვის. 16 მარტს კი კომპანიაში განაცხადეს, რომ დამატებით 100 000 ადამიანს აიყვანენ საწყობებში სამუშაოდ, ვინაიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო რიგ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა.