LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის ქონება 325 მლნ დოლარით გაიზარდა – რომელ ადგილს იკავებს Bloomberg Billionaires Index-ზე

172
ბიძინა ივანიშვილი

Bloomberg Billionaires Index-ის დღეს განახლებული მონაცემებით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 407-ე ადგილზეა.

როგორც საიტზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ივანიშვილის ქონება ბოლო ცვლილებით, 50 მლნ დოლარით, ხოლო წლის დასაწყისიდან 4 აპრილამდე 325 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მთლიანი ქონება 5,92 მლრდ დოლარს შეადგენს.

Bloomberg Billionaires Index-ის ბოლო სტატისტიკით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სათავეში ბერნარ არნო იმყოფება. მას მოსდევს ილონ მასკი. მესამე ადგილს ჯეფ ბეზოსი იკავებს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებს ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი ინაწილებენ.