LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების წელია: პრემიერის ანგარიში

96
ირაკლი ღარიბაშვილი

“წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის გაჯანსაღების წელია. შეგახსენებეთ, რომ აპრილში, ექსპორტის 70- პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება და ნათლად მიანიშნებს გაუმჯობესების ტენდენციაზე.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას წარადგენს.

ღარიბაშვილმა ყურადღება იმ სირთულეებზე გაამახვილა, რომელიც მსოფლიოში კოვიდპანდემიამ გამოიწვია და პარალელურად, ხელისუფლების მიღწევებსაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, შემუშავდა ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი.

“მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ დამეკისრა ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. საანგარიშო პერიოდის ვრცელი მიმოხილვა ცოტა ხნის წინ გამოგიგზავნეთ. კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ მთავრობის საქმიანობა ამ პერიოდში.

პანდემიის გამო შარშან ჩვენი ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. თუმცა ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არ გაჩერებულა წარმოების მნიშვნელოვანი დარგები. სახელმწიფომ, სხვადასხვა პირდაპირი დახმარებისა თუ შეღავათების სახით, მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ ადამიანებს.

დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ ორი მილიარდ ასი მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება. ამან შესაძლებელი გახადა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

შევიმუშავეთ ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი. ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი. ბიზნესის მხარდაჭერამ – 3,0 მილიარდი ლარი. მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა – მილიარდ სამასი მილიონი ლარი შადგინა. წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია. შეგახსენებეთ, რომ აპრილში ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება და ნათლად მიანიშნებს გაუმჯობესების ტენდენციაზე.” – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g