LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, აჭარიდან ციტრუსის ექსპორტი წელს 22%-ით გაიზარდა

316
mandarinoba4

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონზე საუბრობს და ამბობს, რომ წელს ექსპორტზე 37 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს, რაც გასულ წელთან შედარებით 22%-ით მეტია.

რიჟვაძის განცხადებით, ციტრუსის რთველი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. “აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ციტრუსის რთველი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს რთველი ნაყოფიერი იყო, რადგან ექსპორტირებულია 37 000 ტონაზე მეტი მანდარინი სხვადსხვა საექსპორტო ბაზარზე, რაც წინა წელთან შედარებით 22%-იანი ზრდაა.

პანდემიის მიუხედავად, შევძელით, რომ თითოეულ ფერმერს ჰქონოდა შესაძლებლობა, საკუთარი მოსავლის რეალიზაცია მოეხდინა. მხოლოდ ციტრუსის რეალიზაციიდან, ფინანსური თვალსაზრისით, 17%-ით მეტია შემოსავალი, რაც 17 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები