„პანდემიის პირობებში შევძელით და 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე“, – აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რომლის შედეგად, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 27%-ით (805 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
„პანდემიის დროს, 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე, ეს იყო, მაგალითად, მთლიანად 2019 წელს, რომელიც, ყველა გაგებით, მიჩნეულია დადებით წლად ეკონომიკის, ტურიზმის, ექსპორტის განვითარების მიხედვით და ვამბობდით, რომ 2019-ში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, თუმცა, ახლა, 11 თვეში შევძელით ამ მაჩვენებლის გადალახვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.