LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის ხეობაში ვითარება განიმუხტა, აქციის მონაწილეთა ნაწილი თელავში მოლაპარაკებებს გამართავს

104
maxresdefault

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი თელავში, პოლიციის სამმართველოში წავიდა, სადაც შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ აქციის მონაწილეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.

ამ წუთებში პანკისის ხეობაში სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

დღეს ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად მისულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები