LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან

127
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა მიმდინარეობს.

ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი იმყოფებოდნენ.

პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის გამოჩენასაც წმინდა პეტრეს მოედანზე აპლოდისმენტები მოჰყვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად რომში ჩავიდა

ცერემონია ათასობით ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.

წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g