LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცების მიერ ადევნებული პრინცი ჰარი და მეგანი ავარიაში მოჰყვნენ – დაიანას საბედისწერო სცენარი მეორდება

202
პრინცი-ჰარი

ცოტა ხნის წინ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ავტოკატასტროფის შესახებ. ინციდენტი ცერემონიალის Woman of Vision დასრულების შემდეგ მოხდა, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა და სადაც მეგან მარკლი დააჯილდოვეს. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ღონისძიებას მეგანის დედასთან ერთად ტოვებდნენ, როცა მათ პაპარაცები აედევნნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ფოტოგრაფები წყვილს ორი საათის მანძილზე მისდევდნენ, რასაც მოჰყვა ავტომობილების დიდი შეჯახება.

ნიუ-იორკის პოლიციაში ამბობენ, რომ როცა პრინცი ჰარის მძღოლი პაპარაცებისგან დაძვრენას ცდილობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც, რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. „სიენენი“ კი წერს, რომ ავტოკატასტროფა შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჰარი და მეგანი თავს კარგად გრძნობენ. მედია კი პირდაპირ პარალელს ავლებს პრინცესა დაიანას ტრაგიკულ შემთხვევასთან, რომელიც სწორედ ასეთმა ინციდენტმა შეიწირა. დაიანასაც, რომელიც პარიზის სასტუმროს, დოდი ალ ფაიედისთნ ერთად ტოვებდა, პაპარაცების ჯგუფი აედევნა, რასაც მოჰყვა კიდეც საბედისწერო ავარია.

რა სჭირს მეგან მარკლის წონას? – პრინცი ჰარის მეუღლის ახალმა ფოტოებმა ყველა გააოცა

მეფე ჩარლზის კორონაციის დროს მეგან მარკლი მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში იმყოფებოდა

მეგანი შეპყრობილია გამდიდრების იდეით და განრისხებულია ჰარის ფინანსური მდგომარეობით – ექსპერტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები