LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაპი ფრანცისკე ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

129
ვოლოდიმირ ზელენსკი

„მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს. მისი ცხოვრება ღმერთს,­ ხალხს და ეკლესიას მიეძღვნა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რომის პაპი ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის.

„მან იცოდა, როგორ მიენიჭებინა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ შეეწყო ხელი ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის. ჩვენ ერთად ვგლოვობთ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!“, – წერს ზელენსკი.

გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე

„ეს ვიდეო ჩვენი ვატიკანის კონცერტის დროს არის გადაღებული…“ – რომის პაპის გარდაცვალების შემდეგ სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი სამძიმრის პოსტს ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი: „თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g