LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს“

129
პაპუაშვილი და ბორელი

„ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დოკუმენტებში საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები დღემდე ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება.

ჯოზეფ ბორელი – 12 პრიორიტეტის შესრულება ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო

„ვისაუბრეთ უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა მაინც, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები.

მნიშვნელოვანია, ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან საკითხების სათანადო შეფასება“. – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ევროკავშირის კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი” – ჯოზეფ ბორელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g