LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაპუაშვილი გამოვიდა და თქვა, ელჩები არც მოგვიწვევიაო, ასეთი რამ არ მომხდარა, რაც თავი მახსოვს… 2003-ში მოხდა მსგავსი“ – ანა ბუჩუკური

145
ანა ბუჩუკური, შალვა პპაუაშვილი

„ასეთი რამ არ მომხდარა, რაც თავი მახსოვს…“, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ იქნებიან, რადგან თავად არ მოუწვევია

„გახარიას გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ, სადაც მანდ დიპკორპუსს მოუწოდა, პარლამენტის პირველ სხდომაზე მისვლის ლეგიტიმაცია არ მიეცათ გაყალბებული არჩევნებისთვის, პაპუაშვილი გამოვიდა და თქვა, ელჩები არც მოგვიწვევიაო.

ასეთი რამ არ მომხდარა, რაც თავი მახსოვს…

Update: 2003-ში მოხდა მსგავსი“, – წერს ანა ბუჩუკური.

გიორგი გახარია: „მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ“

ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება და 12:00 საათზე დაიწყება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g