LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“- „ჩანს, მუქარას ამჯობინებენ, დასამალი არაფერი გვაქვს, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიების შესახებ არავის მოუმართავს, უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და კოხორასი არ იყოს, თქვან: „ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო“

117
შალვა პაპუაშვილი

„ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 24 ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას.

ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „ეს არის მორიგი მაგალითი იმის, თუ როგორ ხდება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვისა და დამორჩილებისთვის ამგვარი ორგანიზაციების გამოყენება და სწორედ ეს არის ასეთი ინიციატივების მთავარი მოტივაცია“.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას, გაბუტულ პოზიციაში არიან. არაკვალიფიციური პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით კარგად ჩანს, რომ დიალოგს და საუბარს, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ.

ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს. არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს და არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი. საძაგელი სიყალბე, რომელიც BBC-იმ გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად არ ყოფილა. ბრიტანეთში მოიკითხონ ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც.

ამ სიყალბის შემდეგ და ჩატარებული გამოძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „აგერ არის გამოძიების მასალები და მზად ვართ, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს მივცეთ შესაძლებლობა, მასალებს გაეცნონო“, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის მოუმართავს, რატომ? იმიტომ, რომ უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და შემდეგ კოხორასი არ იყოს, უნდა თქვან: „ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე: „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში არ რჩება მხოლოდ  დოკუმენტად, მას იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ხდება საფუძველი სანქციების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების… ამ პროცესს ექნება მძიმე შედეგები „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის“

შეგახსენებთ, ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის – როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 24-მა ქვეყანამ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. განცხადებაში ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

გრიგოლ გეგელია: „ეუთო-ს მიერ მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ… ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე უმძიმესად აისახება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g