LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ოპოზიციაში არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადებიან – კამპანიაც კი არ აქვთ გაშლილი, არც ბილბორდები აქვთ

64
შალვა-პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია რეალურად, არა არჩევნებისთვის, არამედ არეულობისთვის ემზადება.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვამბობდით, რომ გვქონდა ინფორმაცია, “ნაციონალური მოძრაობა” აპირებდა ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნებისთვის და ეს დადასტურდა გუშინწინ, როცა ვნახეთ ერთდღიანი კამპანია, რომ გადადებულიყო არჩევნები, მათ იციან რომ ამ არჩევნებს აგებენ და თან აგებენ სერიოზულად, აქედან გამომდინარე შიში აქვთ, თუმცა მეორე მხრივ ვნახეთ, მოუწიათ, უარი ეთქვათ ამ ბოიკოტის პროექტზე, რადგან ნახეს, არანაირი შედეგი ამას არ ექნებოდა, რადგან მოუწევდათ აღიარება, რომ დამარცხების შიში აქვთ, უკან დაიხიეს ამ მიზნისგან და ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ კი არ უნდა გადაიდოს, არამედ, აქეთ გადმოიდოს, არასერიოზულობამდე მიდის საბოლოო ჯამში მათი ეს ყოველდღიური სხვადასხვა სახის კამპანია.

ეს მიუთითებს ერთ რამეზე – ერთი, რომ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, სერიოზული კამპანიაც კი არ აქვთ გაშლილი, არც ბილბორდები აქვთ, დიდად არც აქტიურობენ, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის, ეს არის რასაც სთავაზობენ მოსახლეობას, ისინი ჰპირდებიან მათ მხოლოდ არეულობას ამ ქვეყანაში და ამას ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია.

“გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება — ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია,— წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ “ამ პროცესში ბოლომდე ჩართულია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g