LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „სახალხო დამცველის განცხადებები აცდენილია რეალობას, აქციებს მშვიდობიანად მოიხსენიებს“

192
სახალხო დამცველი და შალვა პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველის განცხადებები აცდენილია რეალობას იმ მხრივ, რომ აქციებს მშვიდობიანად მოიხსენიებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე უთხრა, გულწრფელი მოძალადეები არ არსებობენ:

ლევან იოსელიანი: დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოვინახულე, მათ შორის ვნახე ბექა ყორშიაც, მას დაზიანებები არ აღენიშნება

„მაშხალას ესროდნენ ოპერატორს, პოლიციელს და პოლიციელზე თავდასხმა არის უფრო მძიმე დანაშაული, განსაკუთრებულად დაცული არიან ისინი კანონმდებლობით.

როდესაც დამიზნებით საარტილერიო ცეცხლს უხსნი პოლიციელს, ამას არანაირი კავშირი აქვს ევროპელობასთან, ქართველობასთან და ადამიანურ ღირებულებებთან.

როდესაც საუბარია, რამდენად ძალადობრივი იყო თავად აქცია, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის განცხადებები აცდენილია რეალობას იმ მხრივ, რომ მშვიდობიანად მოიხსენიებს აქციებს.

ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება

მისი მიდგომა, როგორც ჩანს, ასეთია, რომ ვინც თავს ესხმის, ის არის მხოლოდ მოძალადე და ამ მხრივ აქცია მთლიანად არის მშვიდობიანი.

აქ მარტივი კითხვაა, როგორ წარმოუდგენია სახალხო დამცველს, ის საარტილერიო ცეცხლი რომ გაუხსნა ადამიანმა, ან თუნდაც პარლამენტის წინ პერიმეტრზე ამტვრევენ შუშებს მაშხალებით, როგორ წარმოუდგენია, რომ ორი პოლიციელი გამოეყოფა კორდონს, შევა ხალხის მასაში, დააკავებს იმ ადამიანს და გამოიყვანს? ასე წარმოუდგენია?

„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს

როდესაც ადამიანი მაშხალებით, ქვებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავს ესხმის პოლიციელს და მის გარშემო მყოფი ადამიანები არ აჩერებენ, პირიქით, უწონებენ ამ ქცევას. ის ხალხი, ვინც პოლიციელს ქვას ესროდა, ტაშს რომ უკრავდა მის გარშემო მყოფი 100 ადამიანი, ის 100 ადამიანი ამ ყველაფრის თანამონაწილე არ არის?

ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც თავად აქცია იქცევა უკვე სრულად ძალადობრივ აქციად, რომლის აღკვეთაც არის პოლიციის ვალდებულება. მათ შორის თავად ამ აქციის მონაწილეების დაცვის მიზნითაც. ჩვენ ვხედავდით, რომ მაშხალებით ერთმანეთი დააზიანეს.

დიმიტრი ხუნდაძე: „დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს“

რაც შეეხება დემონსტრანტებს, რამდენი ათასიც არ უნდა იყოს, არც ერთს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა. ნებისმიერი აქტი ძალის გამოყენებისა აქციის მონაწილის მხრიდან არის ძალადობა. არანაირი გავბრაზდი, იმედგაცრუებული ვარ, ემოციური ვარ და ამის გამო ქვა უნდა ვესროლო“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

magti 5g