LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლაზე: რუსი სამხედროები ვიზის გარეშე დგანან საქართველოს ტერიტორიაზე

116
შალვა-პაპუაშვილი-1

„ათასობით რუსი სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე… ამ წერტილიდან რამდენიმე კილომეტრში არიან რუსეთის სამხედროები ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, საბუთების გარეშე. არიან ტექნიკით, შეიარაღებით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტები საფრთხეს არ ქმნიან. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთიდან საქართველოში იმდენივე ადამიანი შემოდის, რამდენიც პანდემიამდე.

„ათასობით რუსი სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე, დგას საქართველოს ტერიტორიაზე… ამ წერტილიდან რამდენიმე კილომეტრში არიან რუსეთის სამხედროები ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, საბუთების გარეშე. არიან ტექნიკით, შეიარაღებით.

ამიტომ, ეს საფრთხე რომ ყოველდღიურია, ვსაუბრობთ. აქ მიბმა, რომ ტურისტის შემოსვლა დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ჩვეულებრივი პოპულიზმია, რომელიც გადაიზარდა ქსენოფობიაში.“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა

პრემიერი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამხედროები

თავდაცვის მინისტრი: 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები