„14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის შეფასებით, უნდა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია.
პრემიერი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამხედროები
"ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა დაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ვერ აიცილეს თავიდან ომი" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს პრინციპული პოზიცია ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი თუ სხვა ორგანიზაცია.“– განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა
თავდაცვის უწყებაში აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
უწყების ცნობით, ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.