LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოვუსმინო, მასთან უხერხული კითხვები მაქვს – თეა წულუკიანი

105

“არ არის კარგი, ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების და ნიუსების კეთება,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანიმა, პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პოზიციის დაფისქირებამდე პაპუნა უგრეხელიძეს უნდა გაესაუბროს და მასთან გარკვეული კითხვები მაქვს.

“ჩვენ ქალებს, გვაქვს ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთად სოლიდარულები და რაც მთავარია არ დავუშვათ შეცდომები.

შესაბამისად, დღეს ჩემი პოზიცია იმ მომენტში, როცა თავად პაპუნა უგრეხელიძე იმყოფება მივლინებაში არის ის, რომ მე მას, როგორც ქალმა მინისტრმა უნდა მოვუსმინო. მიმდინარეობს სასამარტლო დავა, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ ის პირადად არის მოპასუხე, შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მან და მეორე მხარემ მხოლოდ. დღეს ჩემი მოადგილე შეხვდა უკვე მის პირად ადვოკატებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად აქ არ არის, იმისთვის რომ მასალებზე წვდომა გვქონოდა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის, უხერხული კითხვები და როგორც კი შევხვდები უკვე ინფორმირებული პოზიციას…”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე რატომ არ დაუსვა ეს კითხვები მინისტრმა პაპუნა უგრეხელიძეს ერთი წლის განმავლობაში, წულუკიანი პასუხობს, რომ სახალხო დამცველმა არა სამინისტროს, არამედ პირადად პაპუნა უგრეხელიძეს და მეორე მხარეს მიაწოდა რეკომენდაციები.

თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ყოფილა გაუხმაურებელი შემთხვევები მის უწყებაში, როცა მან სისტემაში მომუშავე მამაკაცების მიმართ მკაცრი პოზიცია დაიჭირა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ნახა მტკიცებულებები და მეორე მხარეს მოუსმინა და ჟურნალისტებსაც ამისკენ მოუწოდა.

“ამიტომ ქალებს მოგმართავთ, პირველ რიგში მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას,”- აცხადებს თეა წულუკიანი. მან ჟურნალისტების შეკითხვას, იცოდა თუ არა, რომ ოჯახში ძალადობის გამო პაპუნა უგრეხელიძეზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, აღარ უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g