LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუნაშვილმა ვერდერში პირველი გოლი გაიტანა

40

მესამე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ბრემენის ”ვერდერის” სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში მშვენიერი გოლით თავი გამოიჩინა გიორგი პაპუნაშვილმა. ”ვერდერმა” შინ 3:2 მოუგო ”ხემნიცეს”. ახალგაზრდა ქართველმა ლეგიონერმა გოლი 57-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა.
ბრემენელებმა მოედნის ცენტრში ჩაჭრეს მეტოქის შეტევა, ბურთს იქვე დაეუფლა პაპუნაშვილი, რომელიც სოლო რეიდით საჯარიმოში შეიჭრა და დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაბალ კუთხეში გაიტანა.
ეს გახლდათ ჩვენებურის პირველი გოლი ”ვერდერის” ახალგაზრდულ გუნდში.

თავად ”ვერდერი II” კი 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა, თუმცა მასავით 15 ქულა კიდევ მის წინ მდგომ ორ გუნდს აქვს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeoFOOTBALLers/videos/968152733255888/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები