LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარაპლანით ფრენის მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა – გუდაურში უსაფრთხო ფრენისთვის საჰაერო სივრცე გამოიყო

135
პარაპლანით ფრენა

პარლამენტმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, მესამე მოსმენით მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, „საქაერონავიგაციასთან“ ერთად, უმოკლეს ვადებში დასრულდა მუშაობა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე და გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

მთავრობამ პარაპლანით ფრენის ახალი წესი დაამტკიცა - რა შეიცვალა

წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.

უწყების ინფორმაციით, პარაპლანით ფრენებისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცის გამოყოფით შესრულდა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისადმი დადგენილი ვალდებულებები.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, გუშინ, 15 ივნისს პარლამენტმა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„პარაპლანებით ფრენის წესების შესრულებაზე იქნება მკაცრი მონიტორინგი“ – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას ეხება, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები.

პარაპლანით ფრენები საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული კანონმდებლობით დარეგულირდება – მარიამ ქვრივიშვილი

„ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე.

კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას.

ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნეს შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები“. – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g