LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიკიანი ქუდი და მოუწესრიგებელი ჩაცმულობა – 73 წლის მიკი რურკს, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, სახლის დატოვება და სასტუმროში გადაბარგება მოუწია

238
page

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა, მიკი რურკმა ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმადაც მას ქირის გადახდა ან საცხოვრებლის დატოვება ევალებოდა. თუმცა, რურკმა აღნიშნულ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ახლა კი გაირკვა, რომ მას სახლის დატოვება და სასტუმროში გადასვლა მოუწია.

დაუძლურებულ მიკი რურკს, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, სახლიდან ასახლებენ – 73 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები

ყოველივე ამის ფონზე, მედიაში მსახიობის ახალი ფოტოები გავრცელდა. 73 წლის მიკი ძალიანაა შეცვლილი. კადრებში მას პარიკიანი ქუდი ახურავს და მოუწესრიგებლად აცვია.

გაჭაღარავებული და დაკუჭული ტანსაცმლით – 71 წლის მიკი რურკის უახლესმა ფოტოებმა მედია მოიცვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები