LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი 50-გრადუსიანი სიცხისთვის ემზადება

108
Screenshot 2025-06-29 145915

პარიზში დაიწყო შენობებისა და საჯარო სივრცეების მასშტაბური რეკონსტრუქცია — ქალაქის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა უკიდურესი სიცხისგან დაიცვას.
Euro news-ის ინფორმაციით, მომდევნო წლებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 50 გრადუსს მიაღწიოს.

ქალაქში დაგეგმილია მწვანე ზონებისა და ჩრდილიანი ადგილების რაოდენობის გაზრდა. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დამონტაჟდება ტენტის ტიპის გადახურული ადგილები, ხოლო ათეულობით შენობის სახურავი ღია ფერებში შეიღებება, რათა ნაკლებად გადახურდეს.

გარდა ამისა, ყოველწლიურად 5 000-მდე სოციალური ბინა გადაეწყობა: შეიცვლება ფანჯრები, დამონტაჟდება ჟალუზები და მზისგან დამცავი კონსტრუქციები.
სასმელი წყლის ზოგიერთი შადრევანი აღიჭურვება წყლის მიმომფრქვევი სისტემით, რაც ჰაერის გაგრილებას შეუწყობს ხელს.

პარიზი ასევე გააფართოებს ცენტრალურ გაგრილების სისტემას, რომელიც კონდიციონერების ნაცვლად სენის წყალს იყენებს. 2042 წლისთვის ამ სისტემას საავადმყოფოებს, მოხუცთა სახლებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს დაუკავშირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები