LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი-თბილისის ავიაბილეთს დღეიდან შეიძენთ

122
Depositphotos-42314967-s-2019

დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე, გაიხსნება გაყიდვები პარიზის რეისისთვის. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ინფორმაციით, დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია!

„მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, პარიზი-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე: https://www.georgian-airways.com/ “- აცხადებენ Georgian Airways-ში.

შეგახსენებთ, პარიზი-თბილისის ავიარეისი 16 აპრილს შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g