LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 5 წელიწადში აღვადგენთ და ის კიდევ უფრო მშვენიერი იქნება – მაკრონი

188
1549549086_5c5c42a507036

ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს სავარაუდოდ, ხუთი წელი დასჭირდება. 15 აპრილს მომხდარი ხანძრის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს ისაუბრა.

“ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს და ის კიდევ უფრო მშვენიერი იქნება. მინდა, მისი რეკონსტრუქცია ხუთ წელიწადში დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და ჩვენ მოვბილიზდებით ამის გასაკეთებლად”, — თქვა მაკრონმა ტელემიმართვაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის ამ ეტაპზე 700 მილიონი ევროა შეგროვებული. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტაძრის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დასჭირდება.

რამ გამოწვია აალება, რომლის შედეგად ნოტრ დამის სახურავი სრულად განადგურდა –  ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

პარიზის პროკურატურა წინასწარი ინფორმაციით აცხადებს, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა. საბედნიეროდ, მეხანძრეებმა შეძლეს და ტაძრის ძირითადი სტრუქტურა და მთავარი არტეფაქტები განადგურებას გაადაარჩინეს.

ცნობილია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებს იუნესკო და ევროკავშირი. საფრანგეთის ხელისუფლება კი საერთაშორისო კამპანიის დაწყებას გეგმავს.

მედიასაშუალებებში ვრცელდება ფოტოები თუ როგორი ვითარებაა ტაძარში ხანძრის შემდეგ.

magti 5g