LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია

599
xandzari

ამ დროისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ჩამქრალია. ამის შესახებ ფრანგულ მედია წერს. „ფიგარო“ საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ამბობს, რომ ხანძარი უკვე ჩამქრალია და ამჟამად შენობის ცხელი ნაწილები გრილდება, მათ შორის კარკასი, რათა ხანძარი ისევ არ განახლდეს.

400 მეხანძრეს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდა.

პარიზის მერი ანა იდალგო აცხადებს, რომ ტაძრის საკურთხეველი გადარჩა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვა იუნესკო-მ.

სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრანგი მილიარდერი ა ფრანსუა-ანრი პინო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ის ჰოლდინგ „კერინგის“ აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ფლობს ბრენდებს „გუჩის“, „ივ სენ ლორანს“, „პუმას“, „ბალენსიაგას“ და სხვებს. ის მსახიობ სელმა ჰაიეკის მეუღლეა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g