LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველი მესა ჩაფხუტებით ჩატარდა (ვიდეო)

133

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრიდან ორი თვის თავზე პირველი მესა ჩატარდა. ლიტურგიის დროს, სასულიერო პირებსა და მრევლს, უსაფრთხოების მიზნით, თავზე ჩაფხუტები ეფარათ.

ღვთისმსახურებას პარიზის არქიეპისკოპოსი უძღვებოდა და მას, ასევე უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ 30 ადამიანი ესწრებოდა.

ისინი ძირითადად რესტავრატორები და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეები იყვნენ. ძლიერმა ხანძარმა ნოტრ-დამი აპრილში დააზიანა. პრეზიდენტ მაკრონის გეგმის თანახმად, ტაძრის აღდგენა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები