მემანქანეს სხვა გზა არ ქონდა და მატარებელი შუა გზაზე გააჩერა, რადგან ვაგონში ნამდვილი შეხლა-შემოხლა იყო დაწყებული. საქმე ისაა, რომ უცნობი მამაკაცი მეტროში თხასთან ერთად ჩავიდა და როდესაც სხვა მგზავრებმა მას ვაგონის დატოვება სთხოვეს, სასტიკი უარი განაცხადა. შედეგად ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, რამაც თხის პატრონი შეაშინა და გაქცევა სცადა. თუმცა, ის მაინც დააკავეს და მალევე გაარკვიეს რომ თხა მოპარული იყო და მამაკაცი მეტროთი მიმალვას ცდილობდა.