LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ვაშაძეზე ნაკლები ხმები მიიღო

55

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთში, პარიზში გახსნილ N40 უბანზე, გრიგოლ ვაშაძე იგებს.

საფრანგეთში დაბადებულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, ცესკოს ცნობით, 35 ხმა აქვს მიღებული, ვაშაძეს – 35, დავით ბაქრაძეს 22, ზურაბ ჯაფარიძეს – 16, ხოლო დავით უსუფაშვილს – 12.

6 ხმა მიიღო პარიზში შალვა ნათელაშვილმა. სხვა კანდიდატებს კი არც ერთი ხმა არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მხოლოდ ეს ერთი უბანი იყო გახსნილი.

რაც შეეხება საერთო მონაცემებს, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 99.95%.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძის ხმებსა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილის შედეგებს შორის ისევ მინიმალურია:

სალომე ზურაბიშვილი – 38,63%;

გრიგოლ ვაშაძე – 37,74%;

დავით ბაქრაძე – თითქის 10,97%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g