პარიზის პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა სამი ადამიანის დაკავება, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბანში, სენ-დენში ერთ-ერთ ბინაში იმყოფებოდნენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, მათი ვინაობა, ჯერ-ჯერობით, დადგენილი არ არის.
ამასთან, ამავე რაიონში დააკავეს კიდევ ერთი მამაკაცი და ქალი, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯიჰადისტებთან არიან დაკავშირებულები.
სენ-დენში სპეცოპერაცია დღეს გამთენიას დაიწყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯიჰადისტმა თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა.