მეხის დაცემის შედეგად, 9 ბავშვი და 2 მოზრდილი დაშავდა პარიზში, დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების დროს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო, ბავშვებმა თავი ხეს შეაფარეს. დაშავებულებიდან მძიმე მდგომარეობაში 3 ბავშვი და მოზარდია.
პარიზის გარდა, მეხის დარტყმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა გერმანიაში, საფეხბურთო მოედანზე. დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.