LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

105
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფრანგული გასტრონომიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში „Ferrandi Paris“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიებები HoReCa სექტორის და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების წარმომადგენლებისთვის გაიმართა, რომელთა მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ფრანგულ სამზარეულოსთან შეხამება იყო.

ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ეკატერინე კოკაია დაესწრნენ.  

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევან მეხუზლა „Ferrandi Paris” საერთაშორისო დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების პროექტის მენეჯერს ნიკოლას გაიაღს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანი ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების, გაყიდვების ზრდისა და ქართული ღვინის, როგორც ნიშური კატეგორიის დამკვიდრების ხელშეწყობაა.

პარიზში გამართულ დეგუსტაციებს ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g