LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ერთი მიზეზით გახდა

61

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და ლამაზი ქალაქი, პარიზი, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ჰაერის დაბინძურების დონე აქ მაქსიმალურს აღწევს, ხელისუფლება კი ამ პრობლემის მოგვარებას ყველანაირად ცდილობს.

იმისათვის, რომ ადგილობრივებმა საკუთარი მანქანები სახლში დატოვონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, მგზავრობა მათ სრულიად უფასო გახადეს. ერთი დღის განმავლობაში უფასო იყო ველოსიპედითა და ელექტრომობილებით სარგებლობაც.

უახლოეს მომავალში საფრანეგთის დედაქალაქში ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც ძველ და გასარეცხ მანქანებს დილის 8-დან საღამოს 8-მდე ქალაქში შესვლა აეკრძალებათ. ხელისუფლებას გეგმაში აქვს, 2025 წლისთვის დიზელზე მომუშავე ავტომობილები სრულად აკრძალოს და ეტაპობრივად ის ალტერნატივით შეცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები