წყალდიდობა პარიზში – მდინარე სენაში წყლის დონემ პიკს მიაღწია. საფრანგეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში 1500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. გარეუბნებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პარიზში წყალმა სანაპიროსთან ახლოს მდებარე ქუჩები და პარკები დაფარა.
მდინარე სენაში წყლის დონე თითქმის 6 მეტრია.