პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ განცხადება დღეს ბიუროს სხდომაზე გაკეთდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ ის პრეზიდენტს დღესვე მიმართავს.
კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტს აქვს დარჩენილი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული. გარდა ამისა, მთავარი განსახილველი საკითხი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონებია.
მმართველი გუნდი უკვე აცხადებს, რომ ისინი ვეტოს დასაძლევად ემზადებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის შენიშვნებს ჩააგდებენ.