LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე რიგგარეშე სესიაზე: არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა

47
უსათაურო დიზაინი (3)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე განმარტავს, რატომ თქვა უარი მმართველმა გუნდმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარი.

„ეს ჩარაზული კარები არის სიმბოლო, თუ როგორ უყურებს „ოცნება“ ევროპულ პერსპექტივებს“ – ოპოზიციის თქმით, უმრავლესობამ რიგგარეშე სესიაზე უარი, კონსტიტუციის დარღვევით თქვა

როგორც კობახიძე აცხადებს, არ აპირებენ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც მათ ოპოზიციამ შესთავაზა.

“სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა ოპოზიციას შედგენილი, წარმოდგენილი იყო ოთხი საკითხი. ოთხივე საკითხზე ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული. პირველი, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, ამაზე მყარი პოლიტიკური პოზიციაა. რაც შეეხება ანტიკორუფციას და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი და წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, შემჭიდროებული ვადები, რა ვადებშიც მოხდება შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება და მიღება. ეს ვადები არ უკავშირდება მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არდადეგების პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც შემოგვთავაზა ოპოზიციამ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ იმართება. როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ითქვა, არ არსებობს დღის წესრიგი, შესაბამისად სხდომა ვერ ჩატარდება.

ამის საპასუხოდ ოპოზიციამ მმართველ გუნდი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რიგგარეშე სესიაზე გასატანი დღის წესრიგი განსაზღვრული იყო.

კობახიძე: პოლიტიკური ძალები ცდილობენ,​ დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი ივანიშვილს დაუკავშირონ – მნიშვნელოვანია ევროკომისიის მხრიდან სიცხადის შეტანა

ირაკლი კობახიძე: სოსო გოგაშვილს წლებია, „ოცნებასთან“ არავითარი შეხება არ აქვს

პოპულალურები