LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: პოლიტიკური ძალები ცდილობენ,​ დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი ივანიშვილს დაუკავშირონ – მნიშვნელოვანია ევროკომისიის მხრიდან სიცხადის შეტანა

90
ირაკლი კობახიძე

„პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ,​ დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან“, – ​ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ხელმძღვანელს ძალიან მნიშვნელოვანი წერილი გაეგზავნა.

„მთავარი მიზანი არის რა – ჩვენ ვნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება როგორც რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით.

„ეს ჩარაზული კარები არის სიმბოლო, თუ როგორ უყურებს „ოცნება“ ევროპულ პერსპექტივებს“ – ოპოზიციის თქმით, უმრავლესობამ რიგგარეშე სესიაზე უარი, კონსტიტუციის დარღვევით თქვა

კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს, რათა სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე, რათა არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის. ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი და ამ კუთხით მნიშვნელოვანია როგორც პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს, რადგან აბსოლუტურად უსამართლოა“.

„ჩვენთვის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს რეზოლუცია არის აბსოლუტურად უსამართლო. როდესაც რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია, უნდა დაისაჯოს ივანიშვილი, იქ რა თქმა უნდა, ჩალის ფასი ექნება მხოლოდ. როგორც რეზოლუცია, ასევე ევროკომისიის შეფასების ჩანაწერი გამოიყენება სპეკულაციებისთვის, ჩვენი ოპონენტებისა და მათი ლობისტების მხრიდან.

ამისთვის უნდა მოეფინოს ნათელი ყველაფერს, მათ შორის იმ ჩანაწერს. ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თავად შეუძლია. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ეს არის ჩვენი, პრემიერის, თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე, რომ არავის მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება ჩვენი მმართველობის სისტემაზე.

იან კელი: ღარიბაშვილის პრიორიტეტი ქვეყნის ინტერესებზე წინ, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესების დაყენებაა

აქ არის საუბარი მარტივ სიყალბეზე. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ქვეყანა იმართება არა კონსტიტუციური სისტემის საფუძველზე, რომელსაც წარმოადგენს პრემიერი, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ, არამედ იმართება ოლიგარქიული პრინციპით, ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და ამ ხრიკისგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია, მათ შორის ევროპული კომისიის მხრიდან.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: სოსო გოგაშვილს წლებია, „ოცნებასთან“ არავითარი შეხება არ აქვს

პოპულალურები