პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები უპირისპირდებიან. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე დაუპირისპირდნენ. შელაპარაკებისა და რეპლიკების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძეს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა ვითარება განიმუხტა და გოცირიძე დარბაზში რჩება.
დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.
საკითხს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურა საკითხთა კომიტეტები განიხილავს და შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.
პარლამენტში ვარაუდობენ, რომ განხილვა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ხვალვე დაიწყება.