პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, თამარ ტალიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ თავისი ცხოვრების შესახებ ესაუბრება. მას მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს და უძღვება საოჯახო საქმეებს იმის პარალელურად, რომ აქტიურად არის დაკავებული პოლიტიკითაც,
თამარ ტალიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ საკრებულოში მუშაობის დროინდელი პროექტის შესახებ „ჩემი ეზოს თამაშები“ უყვება, როდესაც სხვადასხვა რაიონში ძველ თამაშებს აცოცხლებდნენ, ისეთებს, როგორებიცაა „წრეში ბურთი“, „ორდროშობანა“ და „რეზინობანა“.
თამარ ტალიაშვილი:
„რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარდა ეს თამაშები და გული მწყდება, ეზოებში ჟრიამული რომ ნაკლებად ისმის. რომ მოსაღამოვდებოდა, მშობლები ბავშვებს ფანჯრებიდან ეძახდნენ, ამოდითო. მაშინ თუ ამოსვლას გვთხოვდნენ, ახლა მშობლები შვილებს ეზოში ჩასვლას ეხვეწებიან. ბორჯომში ვატარებდი ჩემი ბავშვობის დიდ ნაწილს და ასევე წყნეთშიც, სადაც ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო…“