LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარლამენტის პიკეტირებას ახალი ფორმა ექნება” – გიორგი ვაშაძე

148
ვაშაძე

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირების ახალ გეგმაზე მუშაობს. „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, რომ მას განსხვავებული ფორმა ექნება.

„ჩვენს პიკეტირებას ახალი ფორმა ექნება. 4 თებერვალს განსხვავებული ფორმით წარვსდგებით. ეს უფრო იქნება სირცხვილის კორიდორი, საკმაოდ საინტერესო ფორმით. წინასწარ ვეუბნებით, რომ არ დასჭირდებათ სპეციალური რაზმის გამოყენება. შეუძლიათ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ მოუწევთ სირცხვილის კორიდორის გავლა.

ისე ამოქოლავენ ხოლმე პარლამენტის ყველა შესასვლელს, ოღონდ მერე პარკინგით დაძვრებიან. სირცხვილის კორიდორი გამოგვივა. ჩვენ იქ ვიქნებით, სხვა ვარიანტებიც გვაქვს”, – ამბობს ვაშაძე.

4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება, სწორედ ამასთან დაკავშირებით ემზადება ოპოზიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები