LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის სამი კარავია გაშლილი

75

პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის სამი კარავია გაშლილი. პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 16:00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ აქციას და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადონ.

დილიდან პარლამენტთან ისევ მივიდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ აქციას დღეს პანკისიდანაც შეუერთდებიან. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g