LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

256
BeFunky-collage (88)

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველების გამოძახების მიზეზი გახდა საცხოვრებელ კურპუსში, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნი ცეცხლსასროლი იარაღი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მისამართზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით იარაღი სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს აღმოაჩინა და პოლიციას აცნობა.

“ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, იარაღი სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს აღმოაჩინა და პოლიციას აცნობა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია”, – განმარტავს შსს.

საქმეზე გამოძიება გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შეცვლის თუ არა გიორგი გახარიას არჩილ თალაკვაძე – რა ცვლილებებს ამზადებს ივანიშვილი

ფაქტთან დაკავშირებით მცირე კომენტარი არჩილ თალაკვაძის მეუღლემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

„ჩვენს სახლში მშვიდობაა. არჩილი სამსახურშია. კარგ დღეს გისურვებთ“, – წერს ქეთევან ბუბუტეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g