LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა და მეორე მოსმენით მიიღო

117
პარლამენტი

81 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა 13 ივნისის პლენარული სხდომის ბოლო საკითხად „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა და მეორე მოსმენით მიიღო.

განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია არ გაუწია

გახარია: ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს

„არის წინააღმდეგობა – თუ ევროკომისია დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაიზიარებს, თებერვალში ჩვენს მიერ მიღებული კანონი გაუქმდება“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.

პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g