პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი აირჩია.
მის კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მექვაბიშვილი კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ხუთი წლის ვადით აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ლაშა თორდია შეცვალა.