LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა

54
პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან პარლამენტმა 6 კანდიდატი დაამტკიცა.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, ბიძინა სტურუას, რევაზ ნადარაიას და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს.

ხოლო ქეთევან მესხიშვილის, ეკა ზარნაძის და გიორგი შავლიაშვილის კანდიდატურები რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ჩავარდა.

ოპოზიციის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ “მოქალაქეების”, “საქართველოსთვის” და “ევროპელი სოციალისტების” წევრები.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი პარლამენტში 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი 25 ივნისს წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g