LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

49
8qouzt05vpcxx4h

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი “ამნისტიის შესახებ“, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნებამ“ მოამზადა.

უმრავლესობის კანონპროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის ცხრა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე 19-20 ივნისის მოვლენებზე ოპოზიციის მიერ მომზადებული ამნისტიის ალტერნატიული პროექტიც განიხილეს, თუმცა თავად ინიციატორთა მოთხოვნით, მასზე კენჭისყრა გადაიდო.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის პროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან. მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ. ამასთან, ოპოზიციის კანონპროექტი ბრალდებული/მსჯავრდებული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებისთვის, სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის თანხმობას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის. მხარეები ცდილობდნენ პოზიციების დაახლეობას, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები