საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” პირველი მოსმენით მიიღო.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, არც ერთის წინააღმდეგ.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით:
? მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება;
? იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის;
? პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი;
? ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი აირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ;
? პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს.
ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და ის მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.