LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა იგეგმება

49
52654480-2735193896520611-7639122982643695616-o

პარლამენტში 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა იგეგმება.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკითხის დღის წესრიგში დადგომა გამოიწვია კონსტიტუციასა და რეგლამენტში ჩანაწერმა, რომლის მიხედვით, თუ დეპუტატი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„პარალელური პროცესიც გვაქვს, რაც 19 აპრილის შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ და საპარლამენტო მანდატს არ ასრულებენ. ეს ორი პარტია სრულად გასულია დემოკრატიული ჩარჩოებიდან, არიან რადიკალური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მარგინალიზაციის გზაზე დგანან და ყველაზე დიდი განაჩენი მარგინალიზაციაა. არის ფორმალური წინაპირობები, შეთანხმება და ამის მიღმა მყოფი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მიზეზს გამოარკვევს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი მიიღებს.

magti 5g