პარლამენტში დეპუტატებს მიხეილ ყაველაშვილს, მუხრან ვახტანგაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
თავდაპირველად კამათი დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის დაიწყო, რომელშიც მოგვიანებით ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ჩაერთო.
სიტუაციის განსამუხტად აღნიშნული დეპუტატები, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ამის შემდგომ ხმაური დეპუტატების ოთახში გაგრძელდა.
როგორც მოგვიანებით ყაველაშვილმა განმარტა, დაპირისპირება პირად საკითხს მოყვა.