LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში დღეს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ

12mikheilbatiashvili4

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს დღეს მოუსმენენ. როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებს კითხვები ცოტა ხნის წინ დაანონსებეულ საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით ექნებათ.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ბატიაშვილი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

დღესვე მიხეილ ბატიაშვილი განათლების კომიტეტის წინაშე წარდგება. განათლების მინისტრს განმარტებების გაკეთება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტზე მოუწევს. ამ საკითხზე ბატიაშვილი კომიტეტში ფრაქცია „ევოპულმა საქართელომ“ დაიბარა.

როგორც დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრთან ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრებენ. მისი თქმით, უმცირესობის ფრაქციამ მიხეილ ბატიაშვილს წერილით მიმართა, რომ ზუგდიდის სკოლის დირექტორის საქმე სწორედ საკომიტეტო მოსმენაზე დეტალურად განხილულიყო.

„პლენარულ სესიაზე მიხეილ ბატიაშვილი 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს, რომელიც შეეხება მიმდინარე და დაანონსებულ ცვლილებებს. პლენარული სხდომის შემდეგომ ჩვენ გვექნება საკომიტეტო მოსმენა. მოგეხსენებათ, რომ უმცირესობის ფრაქციის მხრიდან გაიგზავნა წერილი და მინისტრს ეთხოვა, საკომიტეტო მოსმენაზე დეტალური ანგარიშის წარდგენა ზუგდიდის სკოლის თემასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე დეტალურად ვისაუბრებთ სწორედ პლენარული სხდომის შემდგომ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g